სიახლე
"მარნეულში, ისევე როგორც მთელს საქარველოში, გამოწვევა არის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყალი" - მაკა ნუცუბიძე
დღეს, 2 დეკემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN - ის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი WaSH (წყალი სანიტარია და ჰიგიენა) საკითხებთან დაკავშირებით. წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლებების ექსპერტმა მაკა ნუცუბიძემ დამსწრეებს გააცნო თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისათვის დაბინძურებულ წყალს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ცნობიერების თვასაზრისით.

„მარნეულში, ისევე როგორც მთელს საქარველოში, გამოწვევა არის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყალი. მნიშვნელოვანია ყველანაირი უთანასწორობა და დისკრიმინაცია გამოვრიცხოთ და მოსახლეობას ერთნაირად მიეწოდებოდეს უსაფრთხო წყალი. ადამიანებმა, სამწუხაროდ, არ იციან რამდენი პრობლემა შიძლება მოჰყვებოდეს დაბინძურებულ წყალს, არ იციან, რომ ეს არ არის ერთჯერადი პრობლემა. სისტემატური მოხმარება დაბინძურებული სასმელი წყლის თავის მხრივ იწვევს სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას მათ შორის, ქრონიკულ დაავადებებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ კი ამ პრობლემებს ადამიანები კარგად გააცნობიერებენ, უფრო მეტად აქტიურები გახდებიან და მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს მოთხოვნა გახდება“ - თქვა მაკა ნუცუბიძემ

მაკა ნუცუბიძის თქმით, თუ მოქალაქეები მეტად იაქტიურებენ, სწორად დაგეგმარების პირობებში სახელმწიფოს ნამდვილად აქვს რესურსი იმისა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა საკუთარ ბიუჯეტებში ადეკვატურად განსაზღვრონ თანხები და მთელი თავიანთი რესურსი ადამიანების ელემენტარულ მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მიმართონ.

„მთელმა მსოფლიომ, მათ შორის გაერომ აღიარა ის, რომ წყალზე, სანიტარიაზე და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უფლება თუ ერღვევა ადამიანებს, ერღვევა სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, ადამიანური მოპყრობის უფლება. როგორც წესი, ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ინდივიდუალურად იგვარებენ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. გამოდის, რომ სოციალურად დაუცველი ფენის მეტი პრობლემაა უსაფრთხო სასმელი წყალი. ამიტომ საჭიროა ერთის მხრივ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მეტად გააქტიურება და მეორე მხრივ, ადამიანების ცნობირების ამაღლება და ეს ორივე იქნება იმის წინაპირობა, რომ მეტ ადამიანს მიეწოდებეს უსაფრთხო სასმელი წყალი“ - თქვა მაკა ნუცუბიძემ

დღევანდელ შეხვედრას მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აქტიური მოქალაქეები და WaSH საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

2017 წლიდან CENN ახორციელებს პროექტს „WASH" ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ (GWC – WASH 2) ქვემო ქართლში, კახეთსა და იმერეთის რეგიონებში.

პროექტი მიზნად ისახავს წყლის მიწოდების, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პირობების გაუმჯობესებას რეგიონულ სკოლებში და სოციალურად დაუცველ მრავალეთნიკური თემების ოჯახებში, რისთვისაც, პროექტის ფარგლებში, დაინერგება ინოვაციური სარეაბილიტაციო პროექტები და მოხდება ქალებისა და ახალგაზრდების უნარების გაუმჯობესება. 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია