სიახლე
მარნეულის მერიამ ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 9 თვის ანგარიშები რადიო „მარნეულს“ არ გადასცა
მარნეულის მერიამ რადიო „მარენულს“ მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 2019 წლის 9 თვის ანგარიშები არ მისცა.

14 ნოემბერს, რადიო „მარნეულმა“ მერიიდან მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 9 თვის ანგარიშები გამოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორაციაზე პასუხი 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ 28 ნოემბრამდე უნდა გაეცა, წერილზე პასუხი რედაქციაში დღეს, 9 დეკემბერს, მივიღეთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად მისი სამსახურებისა და მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების ანგარიშები არ გადმოგვცა და გვითხრა, რომ საჯარო განხილვა დეკემბერში გაიმართება.

გთავაზობთ მერიისაგან მიღებულ წერილს უცვლელად:

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული თქვენი 2019 წლის 15 ნოემბრის წერილის (რეგ.N17163/03 14.11.2019წ) პასუხად, სადაც ითხოვთ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ასევე, მერიის დაქვემდებარებაში არსებული „შ.პ.ს.“-ისა და „ა(ა)ი.პ.“-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის 9 თვის ანგარიშის შესახებ, გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გეგმავს აღნიშნული ანგარიშების პრეზენტაციას, რაც დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას ადგილზე გაეცნონ და ასევე, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.“

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბერში მერიის სამსახურების, ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების ანგარიშები უკვე განიხილეს. როგორც რადიო „მარენულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ თქვა, ზემოაღნიშნული ანგარიშები წერილობითი სახით მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მერიაში 2019 წლის 9 თვის ანგარიშები წერილობითი სახით არსებობს, მერიამ ის რადიო „მარნეულს“ არ გადასცა.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია