არასრულწლოვნებისთვის მიყიდული პიროტექნიკა და მარნეულის ზედამხედველობის კომპეტენცია
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაყიდად გამოტანილ პიროტექნიკას უკვე შეხვდებით. ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებულ რამდენიმე დახლი, სადაც უამრავი სახისა და  ზომის ასაფეთქებელი საშუალება დევს.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დახლების რაოდენობა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგრძნობლად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელთა უმეტესობა არსრულწლოვანია.  რადიო „მარნეულის“ იქ ყოფნის პერიოდში არაერთი არასრულწლოვანი მოდიოდა ასაფეთქებელი საშუალებების შესაძენად, მყიდველები კი თავისუფლად ჰყიდდნენ.


მოვაჭრეები გვარწმუნებენ, რომ  მათ ინფორმაცია არ აქვთ კანონის შესახებ, რომელიც ასაფეთქებელი საშუალებების  არასრულწლოვნებზე მიყიდვას კრძალავს .

„საახალწლო პიროტექნიკას  მარნეულის ბაზრიდან ვიღებთ  და ვყიდით. არ ვიცოდი თუ 18 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა გაყიდვა. შარშან მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს ამ წელს არაფერი უთქვამთ“

„ეს პიროტექნიკა თბილისიდან ჩამოგვაქვს. არც ვიცოდი თუ ასეთი წესი არსებობს. არც იქ გვითხრეს თბილისიდან რომ ვიღებდით საქონელს“ -გვითხრეს მოვაჭრეებმა.


უკვე ერთი წელია, პიროტექნიკური ნაკეთობების არასრულწლოვნებისათვის მიყიდვას  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსი კრძალავს. რომლის მიხედვითაც კანონის დარღვევა ფიზიკური პირის 100, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარის დაჯარიმებას იწვევს. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი სანქცია ორმაგდება.

აღნიშნული კანონის შესაბამისად, კონტროლის მექანიზმი ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება. როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე ამბობს, შესაბამისი რეგულაციის გატარება, რომელიც არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას  გულისხმობს,  მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, თუმცა როგორც ამბობენ, ჯერჯერობით ფაქტი არ დაფიქსირებულა და მოვაჭრეებს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში  "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე ამბობს, აუცილებელია ასაფეთქებელი საშუალებები ხელმისაწვდომი არ იყოს არასრულწლოვნებისთვის.

„ყოველწლიურად დაზიანებას ძალიან ბევრი ადამიანი იღებს  მათ შორის ბევრია არასრულწლოვანი, თუმცა, ზოგადად მხოლოდ ეს არაა პრობლემა. პრობლემა არი ის, რომ არანაირი კონტროლი არ ვრცელდება პიროტექნიკაზე. არ ვიცით რა ტიპის პიროტექნიკა შემოდის, რამდენად შეიძლება ყველა ტიპის პიროტექნიკა იყოს ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისთვის, ხარისხი რამდენად არის ადეკვატური, ვადაგასული ხომ არ არის ინსტრუქცია მოყვბა თუ არა . ყველაფერი ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ადამიანები დაზიანდნენ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად. წლებია ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, რაიმე ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან არ ჩანს. სამწუხაროდ, ვხედავთ ყოველ ახალწელს რა ხდება ქვეყანაში და ეს არ სრულდება.“ - თქვა ვახტანგ კობალაძემ.

მარნეულის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არ აქვ სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი დაშავდა გასულ წელს პიროტექნიკის გამოყენებით. თბილისში კი 2018 წლის იანვარში  სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულ
წლოვა
ნი.

ამავე თემაზე:

როგორ გავატარე შარშანდელი ახალი წელი ასაფეთქებლების გამო სუფრის ნაცვლად საავადმყოფოში- მარნეულელი გოგონას ამბავი
Print