Marneuli
მოქალაქე საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას ვერ იფორმებს
სოფელ კაპანახჩის მცხოვრებმა 52 წლის არზუ შაქაროვმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც პატარა შენობაა განთავსებული. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან დარჩენილი ნაგებობის პრივატიზაცია უნდა, თუმცა ამას ვერ ახერხებს.

500 კვ.მ-ია და ეს ობიექტი ვიყიდე. მეორე 5300 კვ.მ-ია და ესეც ვიყიდე. გარშემო შემოღობილი იყო როდესაც ვიყიდე. საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ეს ნაგებობა თვითონ ავაშენე. 10 წელია ვერ ვარეგისტრირებ. სამჯერ იქ კომპანია შეიცვალა და ვერ ვიყიდე. საფუძველი რა არის ამასაც ვერ წერენ და ამისთვის საქმის არსებითი მდგომარეობა უნდა დაწერონ. არც საქმეს მიგვარებენ. რატომ, მიზეზი რა არის? ი აქ რემონტს გავაკეთებ, ფერმას გავხსნი, 50-100 ცხოველს ვიყიდი. საქართველოს მოვემსახურები"

არზუ შაქარვი აცხადებს, რომ რამდენჯერმე მერიას მიმართა, თუმცა მისი საქმით არავინ დაინტერესებულა. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეს მიწა იჯარით აიღო, მაგრამ ნაგებობა ვერ დაარეგისტრირა.

ლეგალიზაციის კომპანიაში განცხადება მაქვს. 3-ჯერ კი არა , 30- ჯერ გავაგზავნე. 5 წელიწადში შეიძლება 5 ტონა საწვავი დავხარჯე. წადი, მოდი - მეტი არაფერი. ასე შეიძლება? ამას ხომ რამე მიზეზი უნდა ჰქონდეს. აი? ნახეთ , მიწა ჩემია. გზის პირას არსებული ობიექტიც ჩემია. შიგნით არსებულ ამ შენობას მე არ მაძლევენ, ამის მიზეზი რა არის?

იგი ადასტურებს, რომ სოფლის ტერიტორაზე არსებული სხვა შენობები სხვა პირებმა უპრობლემოდ იყიდეს. მისთვის რატომ ქმნიან პრობლემას ვერ ხვდება.

ჩემგან შორს, იქით შენობაა. აი, ნახეთ, ის შენობა მისცეს. ქართველი იყო სახელად გოგი. მას დაურეგისტრირეს. რატომ იმას ურეგისტრირებენ და ამას არა? ის ადამანი მაგ მიწის ყოფილი მოიჯარე იყო. მერიამ მისცა. უკვე 2-3 წელია, რაც მისცეს. მტკვარის პირას სადღაც 150 მეტრზე ფერმა არსებობს. როგორც ააშენეს ისე დგას. ხუთჯერ მივწერე რომ მომეცით ნება მე ვიყიდო. საქონელს ვიყიდი, სახელმწიფოც განვითარდება და მოსახლეობასაც დაეხმარება, მაგრამ არ მაძლევენ. თანახმა არიან დაანგრიონ. ვინმე მოპაროს, წაიღოს, მაგრამ ვინმემ რომ პრივატიზაცია გააკეთოს არა. მიზეზს იმას ამბობენ ჯერ უნდა ვნახოთო კომისია უნდა მოვიდესო. კომისია მოდის სურათს იღებენ და მიდიან. ამით მთავრდება საქმე. 8 წელია ვეუბნები უარის თქმის გადაწყვეტილება მომეცით სასამართლოში გავასაჩივრებ, არ მაწმძლევენ“

როგორც მარნეულის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ჯოშგუნ ზეინალოვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, აღნიშნული მოქალაქის მიერ მათ სამსახურში განცხადება წარდგენილია და ახლო დღეებში კომისია კანონის საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

მე ზსუტად ვერ გეტყვით გადაწყვეტილება როდის იქნება. მაგრამ ყოველდღიურ სხდომაზე საკითხს განიხილავენ და მაშინ მოქალაქეს შეატყობინებენ. კანონის მოთხოვნის მიხედვით იქნება. საკითხი კარგად უნდა შეისწავლონ, შემდგომ იქნება გადაწყვეტილება“

აღსანიშნავია , რომ მოქალაქეს უფლება აქვს სხდომას თავად დაესწროს და მიღებულ გადაწყვეტილებას გაეცნოს.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია