სიახლე
ახალი წლის ღამეს რამდენიმე ადამიანს საპატიო მარნეულელის წოდება მიენიჭება
ახალი წლის ღამეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია რამდენიმე ადამიანს საპატიო მარნეულელის წოდებას მიანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თქვა, საპატიო მარნეულელის წოდებას მოქალაქეებს მარენულის მერიისა და საკრებულოს მიერ დაკომპლექტებული კომისია მიანიჭებს.

„ჩვენ, ერთობლივმა კომისიამ, უნდა ვიმსჯელოთ ღვაწლმოსილი ადამიანების ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ და ეს გამორჩეული პიროვნებები დავაჯილდოვოთ, მივანიჭოთ მათ საპატიო მარნეულელის წოდება“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის მოადგილემ ასევე თქვა, რომ საპატიო მარნეულელის წოდებას მერია ადამიანებს ყოველწლიურად მიანიჭებს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, საპატიო მარნეულელების შესარჩევ კომისიაში საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი შევლენ.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია