სიახლე
მარნეულის მერიას გათბობის სისტემის სპეციალისტი სჭირდება
მარნეულის მერიაში ორ ახალ თანამშრომელს ხელშეკრულებით აიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 11 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გამოიტანა და თქვა, რომ მერიის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობაში ცვლილება შედის.

„ორი პოზიცია ემატება, ერთი არის მძღოლის. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში არის სამორიგეო მანქანა და მისთვის არის ეს პოზიცია განკუთვნილი. იქნება მორიგე მძღოლი და მეორე პოზიცია არის ის, რომ გათბობის სეზონისთვის აიყვანენ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში გათბობის სისტემას და ეს იქნება დროებითი სამი, ოთხი თვე“, -
თქვა ნინო ბერიძემ

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია