მარნეულის N1 ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი ამ დრომდე არ მიუყვანიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საბავშო ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი ჯერ არ მისულა. ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ზაურ ქარამოვის თქმით, ხელოსანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ქარამოვი ამბობს, ცენტრალური გათბობა ჩართულია, სააღმზდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სისტემას თავად აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს მშობლებმა ერთგვარი პროტესტი გამოხატეს და ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ორი დღეა ბაღში გათბობის სისტემა კარგად არ მუშაობს და აღსაზრდელების სახლში წაყვანა ადრე უწევთ. ზაურ ქარამოვმა რადიო“ მარნეულთან“ სწორედ გუშინ განაცხადა, რომ გათბობის სისტემის სპეციალისტი მათთან 11 დეკემბერს მივიდოდა.

"დღეს მივხდით, რომ პრობლემა არსებობს. ხელოსანს დავურეკეთ და საღამოს მოვა. რადგან უკვე ორჯერ შეიქმნა ეს პრობლემა, მივხდით, რომ რაღაც სერიოზულია“, - თქვაზაურ ქარამოვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალევე გამოსწორდება.

Print