2019 წელი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრამ (EMC) 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაფასა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც EMC-მ 10 დეკემბერს გამოაქვეყნა, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის მიმართულებით 2019 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფლია. ორგანიზაცია წერს, რომ 2019 წლის განმაბლობაში სახელმწიფოს დაგეგმილი ჰქონდა რუტინული აქტივობები ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, რაც არ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების რეალურ პილიტიკურ და სოციალურ გამოწვევებს.

„ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა უფლებების დაცვის, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპების ნაცვლად, მეტწილად ისეთ პრობლემურ პერსპექტივებს ეფუძნება, როგორიცაა უსაფრთხოება, გეოპოლიტიზირება და კულტურული დომინაცია. სახელმწიფო პოლიტიკა სათანადოდ ვერ ხედავს იმ ღრმა და სტრუქტურულ უთანასწორობას, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მიმართ არსებობს ისტორიული იგნორირების და დომინაციის პრაქტიკის გამო.“ - წერია 2019 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებაში

EMC აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კვლავ ისმოდა დისკრიმინაციული განცხადებები მაღალი თანამდებობის პირებისაგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის გამაუცხოებელი განცხადება როდესაც მან თქვა, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართვეოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.“

რადიო „მარნეული“

Print