სიახლე
როდის დაიწყება ზამთრის არადეგები მარნეულის საჯარო სკოლებში
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები რამდენიმე კვირაში დაიწყება. როგორც რესურსცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა გვითხრა, სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები განსხვავებულ თარიღებში დაიწყება.  

„იმ შემთხვევაში თუ სკოლაში სასწავლო პროცესი კვირაში 5 დღე გრძელდება , მაშინ დასვენება 27 დეკემბრიდან უწევს, ხოლო თუ სასწავლო პროცესი 6 დღიანია, ის სკოლები 28 დეკემბერიდან დაისვენებენ“ - გვითხრა ქენან ომაროვმა და აღნიშნა, რომ სულ რამოდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაა მარნეულის მასშტაბით, რომელშიც სასწავლო პროცესი შაბათობითაც მიმდინარეობს.

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. საახალწლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია