სიახლე
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ 4 სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკამ ოთხის სოფლის ბიბლიოთეკას საახალწლოდ წიგნები გადასცა.

როგორც ჩვენთან საუბარში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლანა ხეხელაშვილმა თქვა, წიგნების გადაცემა მათი ინიციატივით მოხდა, ხოლო ბიბლიოთეკებმა წიგნის ჟანრი თავად აირჩიეს.

„ეს სოფლები გახლავთ სადახლო, სიონი, შაუმიანი და წერეთელი. ამ სოფლის ბიბლიოთეკებს ძირითადად საბავშვო ლიტერატურა გადაეცათ. ასევე, სადახლოსა და შაუმიანის შემთხვევაში, გადავეცით ლექსიკონები ქართულ - სომხური და აზერბაიჯანულ-ქართული“, - გვითხრა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლანა ხეხელაშვილმა. 

ლანა ხეხელაშვილის თქმით, მსგავსი აქტივობები შესაძლებლობის ფარგლებში სამომავლოდაც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია