სიახლე
კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
დღეს, 13 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი ოფიციალურად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, ეს უკვე 74-ე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საქართველოს მასშტაბით იხსნება.

„ცენტრში თქვენ უკვე დღეიდან მიიღებთ ყველა იმ მომსახურეობას რაც გაიცემა თბილისის იუსტიციის სახლში ან მარნეულის იუსტიციის სახლში, ან კიდევ სხვა, ისეთ დიდ ინფრასტრუქტურაში, რომელშიც შეიძლება არ ყოფილხართ, მაგრამ ტელევიზიით გინახავთ. ზუსტად ის სერვისები რაც იქ გაიცემა იქნება დღეიდან აქ, ერთ ადგილას, ისე რომ სხვადასხვა ოფისებში და ბიუროებში სიარული არ მოგიწევთ.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე

იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტროს კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი აეშენებინა მარნეულის მერიამ 2 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოჰყო.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობა სოფლიდან გაუსველად 200-ზე მეტი საზოგადოებრივი და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრის ბენეფიციარები სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველის ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური სერვისების სააგენტოს სერვისებით ისარგებლებენ.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია