სიახლე
მარნეულის N1 ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი დღეს მივიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 საბავშო ბაღში გათბობის სისტემის სპეციალისტი დღეს მივიდა.


ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ზაურ ქარამოვის თქმით, ხელოსანი ამ წუთებში მუშაობს გათბობის სისტემაზე და ჯერ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია თუ რა სახის დაზიანებაა.  

სპეციალისტი საბავშვო ბაღში წესით 11 დეკემბერს უნდა მისულიყო, თუმცა ზაურ ქარამოვმა გვითხრა, რომ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს მშობლებმა ერთგვარი პროტესტი გამოხატეს და ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ბაღში გათბობის სისტემა კარგად არ მუშაობს და აღსაზრდელების სახლში წაყვანა ადრე უწევთ. 

ქარამოვი იმედოვნებს, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის შეკეთება მალევე მოხდება და სააღმზრდელო პროცესსი შეუფერხებლად ჩატარდება.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია