სიახლე
მარნეულელი სპორტსმენები მუაიტაის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას

მარნეულელი სპორტსმენები მუაიტაის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 14-15 დეკემბერს ქალაქ თბილისში ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტი ფაიგ მამედოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს. მისი თქმით, შეჯიბრი კიკბოქსა და ტაიბოქსის სახეობებში ჩატარდება შეჯიბრზე მარნეულიდან სამი სპორტული კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

„ამ კლუბებიდან ერთი ჩემია. მეორე კი როიალ ყარაბაღლის და რომან ორუჯოვს ეკუთვნის. საერთო ჯამში მარნეულში მოქმედი სპროტული კლუბებიდან 25 სპორტსმენი მიიღებს მონაწილოებას. თბილის,რუსთავი, გარდაბანი და სხვა კუთხეებიდანაც იქნებიან სპორტსმენები“

მუაიტაის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს მუაიტაის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, სადაც 6 ქვეყნის - საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და სომხეთის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.


 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია