სიახლე
„მოტყუებით მიჰყავთ ხალხი ვითომ თბილისში ტარდება კონცერტი“ - ოპოზიცია
„მოტყუებით მიჰყავთ ხალხი ვითომ თბილისში ტარდება კონცერტი“ - ამ გაცხადებას რადი „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი ახმედ იმამყულიევი ამბობს და თბილისში, "ქართული ოცნების" მიერ ჩანიშნულ ღონისძიებას ეხმაურება, სადაც საჯარო მოხელეები არაერთი რეგიონიდან მიჰყავთ. ახმედ იმამყულიევი ამბობს, რომ არც მარნეულია გამონაკლისი. მარნეულის მერიის წინ ათობით ტრანსპორტია შეკრებილი.

„შეკრებილები არიან ძირითადად საჯარო მოხელეები, სკოლისა და ბაღის მასწავლებლები, მაღალი კლასიის მოსწავლეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც მოტყუებით მიჰყავთ თბილისში ვითომ კონცერტი ტარდება. რეალურად ეს არის „ქართული ოცნების“ კონტრაქცია იმისთვის, რომ ვითომ აჩვენონ რამდენი მხარდამჭრი ჰყავს ქათულ ოცნებას. ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ხალხი იძულებით მიჰყავთ“, - თქვა ახმედ იმამყულიევმა და ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთ სოფელში ქართული ოცნების აქტივისტები თბილისში წასვლის სანაცვლოდ ფულსაც კი არიგებენ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი აგილ მუსტაფაევი აქვეყნებს მარნეულში გადაღებულ ფოტოებს სადაც ჩანს მობილიზებული ტრანსპორტი და მოსახლეობა.



14 დეკემბრეს "ქართული ოცნებას" თბილისში მასშტაბური ღონისძიება 16:00 საათზე აქვს დაგეგმილი, რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

ფოტო: აგილ მუსტაფაევი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია