მილიონიანი პარკის ტერიტორიაზე ოფიციალურ გახსნამდე შესვლა მარნეულელებს ღობეზე გადაძრომით უწევთ
ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ 1975 წლიდან დგას. მისი გახსნის დღიდან არცერთ მარნეულელსა თუ სხვა მსურველს ძეგლთან ახლოს მისვლასა და სურათების გადაღებაში ხელი არ შეშლია.

დღეს, 14 იანვარს, მდგომარეობა შეცვლილია. მონუმენტური ძეგლის ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ გაგვირთულდა, რადგან ორივე მანქანის შესასვლელი და ერთადერთი კარი ჩაკეტილი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევაც დაიზრდებიანის ტერიტორიაზე პარკის მოწყობაში მილიონამდე ლარი დახარჯა. მიუხედავად იმისა რომ პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია მოქალაქეებს იქ შესვლა მაინც უძნელდებათ.

შესასვლელი კარი ბოქლომითაა ჩაკეტილი, მისი გასაღები კი პარკის დარაჯს აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის გადაწყვეტს, თუ ვის გაუღოს კარი და ვის არა.




რო
გორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, პარკის ტერიტორია ჯერ-ჯერობით სწორედ რომ ჩაკეტილი უნდა იყოს, რადგან მისი ოფიციალური გახსნის ცერემონია არ გამართულა. განახლებულ „კიდევაც დაიზრდებიანს“ მერიის წარმომადგენლები ოფიციალურად, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გახსნიან. მანამდე კი ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვისაც პარკში დასვენება და დროის გატარება მოუნდება მოუწევთ დარაჯს სთხოვონ, რომ კარი გაუღოს. სხვა შემთხვევაში კი, ისევე როგორც დღეს მისულ დამსვენებლებს, შლაგბაუმის ქვეშ გაძრომა ან ღობეზე გადაძრომა მოუწევთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ პარკი ჯერ არ გახსნილა, მაგრამ ის გარკვეულწილად უკვე დაზიანებულია. ერთ-ერთი მანქანის შესასვლელი შლაგბაუმი გატეხილია და შემდგომ დაწებებული.




რა
დიო „მარნეული“

Print