სიახლე
2019 წლის განმავლობაში მარნეულში ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის 1 045 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მასშტაბით, 2019 წლის განმავლობაში, ანტირაბიული ვაქცინა 1 045-ჯარ გამოიყენეს.

ანტირაბიული ვაქცინა ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემდგომ ცოფის თავიდან აცილების მიზნით კეთდება.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ყველაზე ხშირად მოქალაქეები აცრებს ძაღლის კბენის შემთხვევაში იყენებენ. ძაღლების უმრავლესობა კი, რომელმაც ადამიანს უკბინა, შინაურია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მარნეულში ასევე დაფიქსირდა გველის, ვირთხის, ზაზუნის, კატისა და სხვა ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევებიც.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია