აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის აგრესიის გამო მარნეულელმა მომღერლებმა რესტორანში პოლიცია გამოიძახეს
აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის აგრესიის გამო მარნეულელმა მომღერლებმა რესტორანში პოლიცია გამოიძახეს. კონფლიქტი იმ რესტორანში მოხდა, სადაც მარნეულელი მომღერლები ანარ ასკეროვი და აფიგ ნოვრუზოვი ძველით ახალ წლისთვის მიძღვნილ საკონცერტო პროგრამას მართავდნენ. მომღერლებმა სოციალურ ქსელში მომხდარი კომფლიქტის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ჰყვებიან თუ რა მოხდა ძველით ახალი წლის ღამეს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში.

„გუშინ, როგორც ყოველთვის , „გაბალას საბათში“ გამოსვლა გვქონდა და იქ სტუმრებიც იყვნენ. აზერბაიჯანის საელჩოს პირები იმყოფებოდნენ. 20-მდე ადამიანი იყო მოსული. მათთვის მუსიკალური ნომრები წარვადგინეთ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის დაწერილი სიმღერა ვიმღერეთ, ანარმა კი სიმღერა, თურქის დროშა წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის საელჩოს საჯარო მოხელე მოვიდა , ანარს და მეც ისეთი სიტყვები გვითხრა, რაც არ იყო საჭირო, შეურაცხყოფა მოგვაყენა, მერე ჩხუბი უნდოდა. ამბობენ ნასვამი იყო, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დაგვესხნენ თავს და პოლიციაც გამოიძხეს. ბევრი პოლიციელი მოვიდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციაც. იმ პირს ვუგარი ჰქვია, როგორც ვიცი. ჩვენც და აზერბაიჯანიდან, ასევევ თურქეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს. როდესაც თურქეთში და სხვა ქვეყნებში მივდივართ, აზერბაიჯანის სახელით გამოვდივართ. ამ ადამიანს არც პოლიცია არც სტუმრები აინტერესებდა. მე აქაურ ელჩს, ბატონ დურსუნს ვთხოვ, ასეთი პირები სამსახურიდან გაუშვას. ეს ყველაფერი უპატივისცემლობაა ჩვენს მიმართ “- აფიგ ნოვრუზოვი ამბობს.

მომღერლები აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დურსუნ ჰასანოვს სთხოვენ, რომ საქმით დაინტერესდეს.


"Marneuli" Radiosu
Print