სიახლე
მარნეულის "ყრუთა კავშირის" ბენეფიციარებს კომპიუტერები სჭირდებათ
მაგიდა, სკამები, ტელევიზორი, მაგიდის ჩოგბურთი და რამდენიმე სამაგიდო თამაში, ეს იმ ინვენტარის ჩამონათვალია, რომელიც მარნეულის "ყრუთა კავშირის" ოფისშია. ყრუთა კავშირის 30-მდე ბენეფიციარი ოფისში კვირაში ორჯერ იკრიბებიან. ეს მათთვის ინფორმაციის გაცლის, პრობლემების მოგვარებისა და გართობის ადგილიცაა.

ბენეფიციარები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი პრობლემების მოგვარებაში ხარჯავენ, თავისუფალ დროს კი სამაგიდო თამაშებით ერთობიან. როგორც რადიო „მარენულთან“ საუბრისას მარნეულის ყრუთა კავშირის თარჯიმანმა ემო ოსიპენკომ თქვა, ბენეფიციარების ნაწილმა მობილური ტელეფონების გამოყენებაც კი არ იციან რის გამოც ისინი საზოგადოებისა და განვითარებისაგან მოწყვეტილები არიან.

„ზოგიერთმა მათგანმა მობილურის გამოყენებაც არ იცის და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ მინდა რომ ჩემი ბენეფიციარები საზოგადოებისაგან გამოყოფილები იყვნენ და არ იცოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება“ - ემო ოსიპენკოს ბენეფიციარებისათვის კომპიუტერის გამოყენების შესწავლა უნდა, მაგრამ ყრუთა კავშირს კომპიუტერები არ აქვს.

ორგანიზაციას გასულ წელს მარნეულის მერიამ სკამები და მაგიდები გადასცა, მაგრამ როგორც ოსიპენკომ ჩვენთან საუბრისას განაცხადა რესურსების უკმარისობის მიზეზით მერიამ მათ კომპიუტერი ვერ შეუძინა.

„კომპუუტერი გვინდა რათა ბენეფიციარებმა შეისწავლონ. არ მინდა რომ გამოთიშულები იყვნონ საზოგადოებიდან. ყველანაირად წინ მიდის განვითარება და მათთვს ელემენტარული უნარების ცოდნა მაინც არის საჭირო რათა თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილონ“ -გვეუბნება ემო ოსიპენკო

ოსიპენკოს თქმით, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ხარისხის და რამდენ კომპიუტერს გადასცემენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ 30-მდე ბენეფიციარს კვირაში ორჯერ მაინც ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება.

ორგანიზაციისათვის კომპიუტერების გადაცემის მსურველებმა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ემო ოსიპენკოს ნომერზე 598 86 67 86

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია