"მოსახლეობას აწუხებს სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები" - მარნეულის მერი კაჩაგნის მოსახლეობას ხვდება
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, კაჩაგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას ხვდება. მიღება საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში 10:00 საათიდან დაიწყო. ადგილობრივები დილიდან რიგში დგანან და ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობის ჩატარება მერის მხრიდან, მაათთვის მნიშვნელოვანია.

„მერი ყველა მოქალაქეს უსმენს, პრობლემებით ინტერესდება და შემდეგ, შესაბამის ორგანოს ავალებს, რომ მოაგვარონ საკითხი“

„ჩვენ მადლობას ვუხდით მერს, რომ ჩამოვიდა და ადგილზე ეცნობა პრობლემებს და ცდილობს ჩვენგან გაიგოს რა გვაწუხებს“


ზაურ დარგალმა რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამარტივების, მათი საჭიროებების ახლოდან დანახვის და დროული რეაგირების მიზნით ტარდება.

„ძირითადად, მოსახლეობას აწუხებს სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ზოგიერთს ერთჯერადი სოციალური დახმარება აინტერესებს, ზოგს კი სახლის სახურავის და გზის მოხრეშვის საკითხებია და ა.შ. მსგავსი კომუნიკაცია გვაძლევს მეტ საშუალებას, რომ მეტი ინფორმაცია გვქოდეს რაც ადგილებზე არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, მივალთ ყველა ადმინისტრაციულ ერთულში, ყელა სოფელში რომ საჭიროებებზე დროულად მოხდეს რეაგირება“ ,- ამბობს ზაურ დარგალი

კაჩაგნის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა დღეს, 16 იანვარს, 16:00 საათამდე გაგრძელდება.

Print