მარნეულის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებზე 726 952 ლარის ფულადი ჯილდო გასცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა 2019 წელს ჯილდოს სახით 219 450 ლარი აიღეს. როგორც მარნეულის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, მერიაში ჯილდო 188 თანამშრომელმა აიღო.

ჯილდოს სახით ფულადი თანხა ასევე გადაეცათ მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების თანამშრომლებს.

მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 754 თანამშრომელს საერთო ჯამში 507 502 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა. აქედან, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 83 თანამშრომელს ჯამში 37 519 ლარი, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 72 თანამშრომელს ჯამში 54 897 ლარი, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 18 თანამშრომელს ჯამში 13 384 ლარი, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების 314 თანამშრომელს ჯამში 245 930 ლარი, ააიპ სუფთა მარნეულის 125 თანამშრომელს ჯამში 106 157 ლარი, შპს მარნეულის სოფ.წყალის 85 თანამშრომელს ჯამში 20 455 ლარი, შპს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს 4 თანამშრომელს ჯამში 1010 ლარი და შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის 53 თანამშრომელს ჯამში 28 150 ლარი გადაეცა.

საერთო ჯამში, 2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მერიის, მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების თანამშრომლების ფულად ჯილდოებში 726 952 ლარი დაიხარჯა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები