სიახლე
აფიკ ნოვრუზოვის თქმით, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი, სიმღერის წარმომავლობის გამო თავს დაესხა
მარნეულელი მომღერალი აფიგ ნოვრუზოვი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ. აღნიშნავს, რომ საკონცერტო პორგრამაზე ვინც კონფლიქტის მიზეზი გახდა, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

აფიგი ამბობს, რომ ისინი აზერაიჯანის ელჩს საქართველოში დურსუნ ჰასანოვს შეხვდნენ.

„ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ მხარს გვიჭერთ მეც და ანარსაც. გადლობთ რომ არსებობთ. მე მინდა, რომ ამ დავაში მხარი დაგვჭიროთ, ბოლომდე უნდა მივიდეთ. გუშინ პირველ არხსსაც და მავარსაც ინტერვიუ მივეცი ანართან ერთად. იქაც აღვნიშნე, რომ ჩვენ შეკვეთა მოგვცეს, რათა რუსულ ენაზე სიმღერა გვემღერა და ფლეშკაზე ჩაწერილი სიმღერა მოგვაწოდეს. ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სტუმრებიც იყვნენ რესტორანში. აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელს ეგონა, რომ სომხური სიმღერაა იყო ჩართული. თუ ელჩის მოადგილე რუსულ და სომხურ ენას ერთმანეთისგან ვერ არჩევს, არ ვიცი. „Девочка, Стоп“ - ეს სიმღერა გადიოდა. დღეს ყალბი პროფილებიდან თანხას მიგზავნიან, ყველა ამბობს პროვოკაციის შექმნა უნდათ. გუშინ ბატონმა ელჩმაც დაგვიბარა, მან გვთხოვა, რომ ვიდეო წავშალოთ. მე ვუთხარი, არა, მე არ წავშლი-თქო ბოლომდე მივიყვან საქმეს“, - ამბობს აფიგ ნოვრუზოვი.

სიმღერა, რომელის გამოც, სავარაუდოდ, კონფლიქტი მოხდა, ეთნიკურად სომეხ თურქმენეთში მოღვაწე მომღერალს არსენ შახუნცს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის აგრესიის გამო მარნეულელმა მომღერლებმა რესტორანში პოლიცია გამოიძახეს.

კონფლიქტი იმ რესტორანში მოხდა, სადაც მარნეულელი მომღერლები ანარ ასკეროვი და აფიგ ნოვრუზოვი ძველით ახალ წლისთვის მიძღვნილ საკონცერტო პროგრამას მართავდნენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია