რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - EMC მარნეულში შეხვედრას გამართავს
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს". ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული დაკავება, პირის ნარკოლოგიური შემოწმება, მძღოლთა ნარკოტესტირება, პოლიციელის მიერ პირის გამოკითხვა, სპეციალური საპოლიციო კონტროლი და ამ პროცესებში კანონმდებლობით განმტკიცებულ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. ღონისძიებაზე გავრცელდება თემატური ბროშურა აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე.
Print