28 წლიანი ლოდინი საკუთარი სახლისთვის 31 ოჯახისათვის დასრულდაა



უშუქობა, უწყლოობა, ბუნებრივი აირის უქონლობა, ახალ საცხოვრებელ ადგილთან შეგუება, ცხოვრებასთან ჭიდილი და ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება - ამ ყოფით პრობლემებზე ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლები უკვე წარსულში ლაპარაკობენ, წარსულში, რომელსაც 28 წლის წინ შეეჭიდნენ. 







საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებულ დევნილ ოჯახებს უკვე საცხოვრებელი სახლები უშენდებათ.გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოსთვის, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გამოჰყო, ნაწილი კი მარნეულში, სოფლის ტიპის დასახლებას ხმარდება. 



ელევატორის დასახლებში ჩასულებს ადგილობრივები ახალი იმედებით დაგვხვდენ საკუთარი სახლების მშენებლობას თითქმის ყოველდღიურად აკვირდებიან მაშინ როდესაც, მსხვილფეხა პირუტყვი იქვე ახლოს, საბალახოდ გაჰყავთ.



„წყალი არ გვქონდა, რიგში გვიწევდა დგომა ზამთარში, ყინვაში და ვცივდებოდით ხოლმე. ახლა წყალიც გვაქვს, იმ გაჭირვებბას უკვე აღარ ვთვლით იმიტომ, რომ ისე გახარებულები ვარ რომ ვერ აგიღწერთ. მოლოდინები დიდია, მალე ახალი სახლები გვექნება, გრანტებს გვთავაზობენ, ზოგს სამუშაო ტექნიკა უნდა, ზოგს სათავსოები“

„ბევრი ბრძოლის შემდეგ ყველაფრით დაგვეხმარნენ, ისეთი დღეები გაგვივლია, რომლის თქმაც არ შეიძლება. 28 წელია, რაც ველოდებოდი, ოცნებად მქონდა საკუთარი სახლი მქონოდა. ყველას უნდა თავისი კერა, ყველას აქვს თავისი მიზნები“. - გვითხრეს ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლებმა, რომლებიც, ძირითად თავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ირჩენენ.



მარნეულის მერი, ზაურ დარგალი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ახალი სოფლის ტიპის დასახლებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მილიონ ლარამდე უკვე გამოჰყო, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება.



“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლებია ეს ადამიანები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ და სამინისტროს ხელშეწყობით დაფინანსდა პროექტი გერმანიის მთავრობის მხრიდან. ჩვენი მიზანია, რომ ერთი საბავშვო ბაღიც აშენდეს სწორედ მაგ ადგილზე. დონორებთან მიდის მოლაპარაკება, რომ საბავშვო ბაღი გათვლილი იყს არა მარტო იმ დასახლებაზე, არამედ მთელ ქალაქზე, რომ იქ ასევე მოხდეს ბავშვების ერთმანეთთან ინტეგრაცია“, - თქვა ხაურ დარგალმა


აღსანიშნავია, რომ ვიდრე კერძო სახლების მშენებლობაზე ოფიციალური პასუხი ცნობილი გახდებოდა, ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლებმა ბრძოლა ბინებისთვის დაიწყეს იმის განცდით, რომ შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩენილიყვნენ. ამიტომ მათი ნაწილი მარნეულში ბინებს დასჯერდა. სოფლის ტიპის დასახლების გაშენება მარნეულში რამდენიმე თვეში დასრულდება.

Print