ბოლნისში 20 იანვრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19 იანვარს, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ორგანიზებით, ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალოში (ტალავერი) 20 იანვრის ტრაგედიიდან გასული 30 წელი გაიხსენეს.
ღონისძიება 20 იანვარს დაღუპული სოფელ ფახრალოს მკვიდრის, ილგარ აჰმედოვ ჰუმბათის ძეს საფლავის მონახულებით დაიწყო. სასულიერო პირმა ალი გამბაროვმა დაღუპულის სულისთვის ილოცა და საფლავი ყვავილებით შეამკეს. რის შემდეგაც სიტყვა გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარეს, ჰუსეინ იუსუბოვს.

ჰუსეინ იუსუბოვმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ 20 იანვრის დღეს დაღუპული გმირები მსოფლიო აზერბაიჯანლების გმირობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. 

ღონისძიებაში სახელმწიფო პირები, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატები ჰიდაიათ ჰუსეინოვი და რამიზ ბექიროვი, სოფელ ტალავერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას. დაღუპული ილგარ აჰმედოვის საფლავის მონახულების ღონისძიება სოფელ ფახრალოს სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსებით დასრულდა. 20 იანვარის ტრაგედიას 6 საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print