სიახლე
მარნეულის 13-მა საჯარო სკოლამ მასწავლებლის პოზიციაზე 17 ვაკანსია გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 13-მა საჯარო სკოლამ მასწავლებლის პოზიციაზე 17 ვაკანსია გამოაცხადა. მიმდინარე ვაკანსიებიდან მასწავლებლებს ეძებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს, წერეთლის, აზიზქენდის, არაფლოს, კაპანახჩის, შულავრის N2, გიულბაღის, ქეშალოს, წერაქვის, ყიზილაჯლოს N1, შაუმიანის N1, ქალაქ მარნეულის N2 და N6 საჯარო სკოლები.

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი მოთხოვნა ქათული, როგორც მეორე ენის მასწავლებლსა და სპეცმასწავლებელზეა. შემდგომ მოდის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაწავლებლის პოზიცია.

მიმდინარე ვაკანსიეიბიდან, ზოგ შემთხვევაში, განცხადების მიღების ბოლო ვადა დღეს,  21 იანვარს იწურება. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 3 000-მდე მასწავლებელია, აქედან სერტიფიცირებულთა რაოდენობა 573-ია. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა უთხრა, საჯარო სკოლებში სულ 536 უფროსი, 32 წამყვანი და 5 მენტორი მასწავლებელი ჰყავთ.

მასწავლებლობის მსურველებს ვაკანსიების ნახვა აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ - http://teacherjobs.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია