Xəbərlər
1+4 პროგრამის სტუდენტებს პროფესიის არჩევა უჭირთ
ბოლო დროს, სტუდენტების ძირითადი პრობლემებიდან ერთ-ერთი პროფესიის არჩევაა. 1+4 პროგარმის სტუდენტებს სემესტრის ბოლოს ან ერთი წლის შემდეგ პროფესიის არჩევა უწევთ. უმეტესობა კი ამაში სირთულეს ხედავს.

ჯგუფელებთან ერთად რომ ისწავლონ, ზოგჯერ ერთი და იმავე პროფესიას ირჩევენ, რომლის სწავლაც შეიძლება არც კი აინტერესებდეთ.

"1+4" პროგრამის სოხუმის სახელმიწფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი, აიდან ამმედოვა ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას სირთულეების წინაშე დადგა. ამის მიზეზი კი ხშირად მშობლების აზრისთვის უპირატესობის მინიჭებაა.

ჩემი აზრით ეს სირთულე იქიდან მომდინარეობს რომ პატარა ასაკიდან რაზეც გაქვს ინტერესი, მშობლები ძალიან ბევრ კითხვინიშნებს ხედავენ. ფიქრობენ რაში გამოგადგება ესა თუ ის პროფესია, ვირჩენთ თუ არა თავს. ლოკიგას და გულის სურვილს შორის არჩევანის წინაშე ვდგებით“

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ნიჰად მამედოვიც ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც პროფესიის შერჩევისას სირთულის წინაშე დადგა. ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ ჩარიცხვის შემდე გადაიფიქრა.

ჩემი აზრით, ახლანდელ დროში, რომელ ფაკულტეტს აირჩევ არ აქვს მნიშვნელობა, დღეს რაც გიყვარს მომავალში შეიძლება გაქრეს. ჩარიცხვამდე ვიფიქრობდი ჟურნალისტიკაზე იმიტომ, რომ ნადვილად მიყვარს ეს სფერო და სულ დიდი ინტერესი მქონდა. ჩავაბარე და გადავიფიქრე იმიტომ , რომ მომავალში სამსახურის შოვნა გამჭირდება. რომც ვნახო, ხელფასი ცოტა მექნება".

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოეთხე კურსის სტუდენტი თურქან მუსტაფაევამაც სხვების აზრით გააკეთა არჩევანი, რის გამოც,4 წლის შემდეგ, თავის საყვარელ ფაკულტეტზე ხელთავიდან მოუწია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება. 
მას ბავშვობიდანვე უნდოდა არქიტექტორობა.

ყოველჯერზე გამოცდების დროს ჯგუფელებიც ხედავდნენ როგორ ვნერვიულობდი. ჩემს თავს ვუსვამდი კითხვებს მე რატომ ავარჩიე ეს პროფესია? მე ხომ ეს არ მინდოდა. ყოველწელს უფრო ვრწმუნდებოდი ამაში და არ ვიცოდი რა მექნა. თუ შევცვლიდი სასწავლებელს ჩამოვრჩებოდი. მერე გადავწყვიტე მეორდ ჩაბარება უნივერსიტეტში, ერთი წელი დავკარკე. მომდევნო წელს ისევ ჩვაბარე გამოცდა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახლა საყვარელ პროფესიას ავარჩევ და საყვარელი პროფესიის წარმომადგენელი ვიქნები. სულ ეს სირთულე მქონდა, მომავალზე მინდოდა ფიქრი მაგრამ ვერ ვფიქრობდი. სწორი არჩევანისთვის არასდროს არაა გვიან, გადადგით ნაბიჯი“

სოფელ ხულდარაში მდებარე „ახალი აზროვნების ისნტიტუტის“ დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი ამბობს, რომ მათ ცენტრში სტუდენტებს ამზადებენ სწორი პორფესიის არჩევისთვის.

„უნივერსიტეტში პირველ კურსზე რომელი საგნებიც იქნება ესენი წინასწარ რომ იცოდენ კარგია. ასევე პერსპექტივა რომ ჰქონდეთ სამსახურში, ჩვენ ვაცნობთ რომელია ყველაზე მეტად საჭირო და პოპულარული პროფესიები".


ქამრან ეფენდიევი სტუდენტების არასწორ არჩევანში მიზეზად საშუალო სკოლის მასწავლებლებს და ასევე მშობლებსაც ასახელებს. იგი ამბობს, რომ სკოლის ასაკიდან მშობლებმა დამატებით კურსებზე უნდა ატარონ ბავშვები და მშობელმა მსწავლებელთან ყოველთვის უნდა ითანამშრომლოს.

ენის პრობლემაზეც ისაუბრა ქამრან ეფენდიევმა და აღნიშნა, რომ ინფორმაციები მხოლოდ სახელმიფო ენაზე იწერება და აბიტურიენტები ინფორმაციის გარეშე რჩებიან. აღნიშნა, რომ ამჟმად ცენტრში ამასთან დაკავშირებით მუშაობს და ინფორმაციების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნას გეგმავს.
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია