სიახლე
მარნეულში, ერთი კვირის განმავლობაში, გრიპის ვირუსის 127 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულში, ერთი კვირის განმავლობაში, გრიპის ვირუსის 127 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა მარნეულის საზოგაოებრივი ჯადაცვის ცენტრში გვითხრეს, რომელიც გასულ კვირას, სამედიცინო დაწესებულებებიდან მიიღეს. ცენტრში განმარტავენ, რომ 127-მა ადამიანმა პოლიკლინიკსას მიმართა, ხოლო აქედან 94 სტაციონარში გადაიყვანეს.

„გრიპის ვირუსი, რა საკვირველია, ამბულატორიულად არის და სტაციონარშიც არიან პაციენტები, თუმცა გართულებული შემთხვევები არ არის, ტამიფლუ არ გაგვიცია და მძიმე შემთხვევები არ არის. ძრითადად მაინც ამბულატორიული მომსახურებაა. ჩვენ, ყოველკვირეულ ინფორმაციას ვღებულობთ სოფლის ექიმებიდან და სამედიცინო დაწესებულებიდან“ - ამბობს მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე

ლაფერაძე აღნიშნავს, რომ ანტივირუსული პრეპატების პრობლემა არ აქვთ და ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებიან აცრილები არიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, მარნეულში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა წინა კვირებთან შედარებით მცირედით იკლო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია