სიახლე
2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით 5 694 000 ლარი დარჩა
მარნეულის მუნიციპალიტეტს 2019 წელს ბიუჯეტში ნაშთის სახით, 5 694 000 ლარი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს, 23 იანვარს საკრებულო სხდომაზე, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა თავისუფალი ნათში არაა და ის ვალდებულების სახითაა გადაცემული, რომელიც 2020 წელს გაიხარჯება.

„ამ ნაშთით ვალდებულება გვაქვს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში დავაზუსტოთ თავისი ვალდებულებებით. 5 694 000 ლარიდან 988 106 ლარი არის ტრანსფერებიდან, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან. 2 530 000 ლარი არის თავისი ვალდებულებებით, რომელიც ამ წელში გადმოვიდა. 988 106 ლარიდან, მხოლოდ 19 616 ლარია, რომელსაც კანონის ფარგლებში ვერცერთ პროექტზე ვერ გამოვიყენებთ და უკან უნდა დავაბრუნოთ, არ გვაქვს უფლება. დანარჩენი ტრანსფერები კი ვალდებულებით გადმოვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდანაც დარჩა ეკონომია 217 000-მდე თანხა, რომეელსაც სამი პროექტის განსახორციელებად გამოვიყენებთ ქალაქ მარნეულში, წერაქვში და აზიზქენდში სპორტული მოედნის მოსაწყობად. საჯარო სკოლების რეაბილიტაციიდან არის დარჩენილი ეკონომია, რომელსაც 2020 წელს გამოვიყენებთ",- თქვა ვუგარ მამედოვმა.

ვუგარ მამედოვმა საკითხის წარდგენიისას ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ბუჯეტზე და თქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 44 384 900 ლარს. აქედან 33 423 100 ლარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების ფარგლებში , ხოლო 10 961 800 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თნხა.

საკრებულოს სხდომის ფეისბუკ ლაივი შეგიძლიათ იხილოთ აქ:


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია