საიმერლოში დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებულ ასფალტს, სპეციალური მასალით ამოავსებენ. დაზიანებული გზების გამო, საჯარო ტრანსპორტი, საიმერლოს ქუჩებზე შესვლას, უკვე რამდენიმე თვეა თავს არიდებს. მიზეზი წყალარინების მშენებლობის მასშტაბური პროექტია, რომლის განხორციელების ეტაპზე ასფალტი დაზიანდა. აღნიშნულ პრობლემის შესახებ დღეს, 23 იანვრის, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.

„ როდესაც გადათხარეს ეს გზები, დატოვეს ისე. მათ (კომპანიას) სპეციალური მასალით უნდა ამოევსოთ, რომ დიდი ღრმულები არ ყოფილიყო, რაც დღეს არის. გარდა იმისა, რომ უჭირს საზოგადოებრივ ტრანსპორტს სიარული, იქ კერძო სექტორიც აღარ დადის და მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ეს მიმართულებები გასაკეთებელია და თანახმა არის კომპანიაც . ბატონმა ამირანმა (საკრებულოს თავმჯდომარე) იმუშავა ამ საკითხზე. წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ ადგილზე, დაეთანხმნენ იმაში, რომ უნდა ამოავსონ და გააკეთონ“ - თქვა საკრებულოს დეპუტატმა რომან ტაბატაძემ

როgორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ თქვა, სოფელ საიმერლოში დაზიანებული გზების ამოვსება უახლოეს დღეებში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ რომ კომპანია, რომელიც წყლის სისტემის პროექტს ახორციელებს, ბიუჯეტში ასფალტს დაგების თანხაცაა გთვალისწინებული, თუმცა კომპანიას სოფლებში ჯერ სამუშაოების მეორე ეტაპი აქვს განსახორციელებელი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები