სიახლე
მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად 633 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, მინიმუმ 5 ახალი ავტობუსისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 633 000 ლარი აქვს განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაცია 23 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას, შპს „ავტოპარკს“ 2020 წელს, მინიმუმ 5 ავტობუსი უნდა გადაეცეს.

მარნეულის მერი, ზაურ დარგალი აღიარებს, რომ ხუთი ავტობუსის შეძენა პრობლემის მოგვარებას არ დაეხმარება, თუმცა არსებულ სიტუაცუას შეამსუბუქებს.

ქალაქ მარნეულსა და მიმდინარე სოფლებს ორი მუნიციპალური კომპანია შპს „ექსპრესტურისტი“ და შპს „ავტოპარკი“ ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ ტრანსპორტის უმრავლესობა მოძველებულია.

| Print |