სიახლე
„One Caucasus“ მარნეულის სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის შემოქმედებითი განათლების ტრენინგებს ჩაატარებს
“One Europe One Caucasus” - ფესტივალი ერთიანი კავკასია, რომელიც მარნეულში, სოფელ წერაქვში, ყოველწლიურად იმართება ახალ მასშტაბებს იძენს.

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში უკვე დაიწყო 27 თვიანი პროგრამა, რომელიც ოთხ ქვეყანას ავსტრიას, პოლონეთს, პორტუგალიასა და საქართველოს აერთიანებს.

პროგრამა მოიცავს აქტივობებს შემოქმედებითი განათლების, სოციალური ჩართულობისა და საერთაშორისო სამხატვრო მიმართულებებით. სწორედ ამ პროგრამის ნაწილი გახდება „ერთიანი კავკასია“ .

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ფესტივალ One Caucasus-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ირაკლი მიქიანმა თქვა, პროგრამის ფარგლებში „ერთიანი კავკასიის“ მუსიკალური საფესტივალო კომპონენტი გაიზრდება, რადგან უფრო მეტი ევროპული მუსიკალური ჯგუფების წერაქვში ჩამოყვანა იქნება შესაძლებელი.

„ამას გარდა, ჩატარდება შემოქმედებითი განათლების მიმართულებით ვორქშოფები მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისათვის მარნეულის მასშტაბით. ეს მოხდება ფესტივალის შემდეგ, ჩვენ აღარ დავიშლებით წერაქვიდან და გავაგრძელებთ ამ პროგრამას, რომელიც მთელი წლის განმავლობაშ განხორციელდება“ - გვითხრა ირაკლი მიქიანმა

პროგრამის ფარგლებში საქართველოში კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდება. „One Caucasus-ის ქალაქის“ ფარგლებში მარნეულში არქიტექტორები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას მცირე და საშუალო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

ირაკლი მიქიანმა რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს შექმნილი საფესტივალო ქალაქი აღარ დაიშლება და ის წერაქვის საჯარო სკოლაში დარჩება.

„ჩვენ გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ არ აქვს აზრი ყოველ წელს საფესტივალო ქალაქის აშენებასა და დაშლას. ეს არავისთვისაა ხელსაყრელი და ჩვენ ვმუშაობთ სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რასურს ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან ერთად რადგან ერთობლივად დავგეგმოთ თუ რა ფუნქციას შეიძენს საფესტივალო ქალაქი მუსიკალური პროგრამის დასრულების შემდგომ. გვინდა რომ ყოველწლიურად დავამატოთ ქალაქს სხვადასხვა სივრცეები და შევქმნათ „განათლების და მეცნიერების პარკი“. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენ სივრცეს შევქმნით, რომ ეს მართლაც გადაიქცევა „განათლების და მეცნიერების პარკად“. - ამბობს ირაკლი მიქიანი

“One Europe One Caucasus” პროგრამის ფარგლებშ სულ რვა აქტივობა განხორციელდება, აქედან სამი საქართველოში, ხოლო ოთხი პოლონეთში, ავსტრიასა და პორტუგალიაში.


რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია