სიახლე
მარნეულში აშუღ ბაფალ ადიგოზალოვის 60 წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
დღეს, 28 იანვარს, „ ჩაის სახლში“ ოსტატ აშუღ ბაფალ ადიგოზალოვის 60 წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ოსტატის ოჯახში დაბადებული ბაფალ ადიგოზალოვი წლებია საზზე უკრავს, ლექსებს წერს და კითხულობს. ღონისძიებაზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლაბ ჰაჯიევი, პარლამენტის დეპუტატი მაჰირ დარზიევი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, აშუღი ნარგილა მეჰდიევა, პოეტი სეადეთ ბუთა და მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიების წამყვანმა, ისტორიკოსმა და მეცნიერმა მაჰმუდ ქამალოღლუმ ბაფალ ადიგოზალოვის 60 წლისთავისთვის მიძღვნილ ხონისძიებაზე აშუღის ხელოვნების სილამაზე ისაუბრა. დურსუნ ჰასანოვმა მისალოცი წინადადება თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოში, აშუღების ხელოვნებას დიდი სიყვარულით ეკიდებიან.

„აშუღები საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც დიდად ფასდება. ამ დღესთან დაკავშირებით ბატონ ბაფალს ვულოცავთ. დიდიხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“

ჰაჯიევმა ღონისძიებაზე თქვა, რომ აშუღის ხელოვნება წმინდაა და „საზი არის ჩვენი წარსული და მოამავალიც, თუ ჩვენ მას დავკარკავთ, მომავალს დავკარგავთ“. ღონისძიების დასასრულს აშუღებმა ბაფალი ადიგოზალოვისთვის საზზე, სიმღერები დაუკრეს.























FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია