სიახლე
ალგეთში სოფლის კრებაზე მერიის სპეციალისტი ხელმოწერებს გამვლელებისგან აგროვებდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში „სოფლის საერთო კრებაზე“ გარე განათების მოწყობა და სკვერის გაკეთება „გადაწყდა“. სოფელში ჩასულებს ალგეთის ცენტში მხოლდ კაცები დაგვხვდნენ, თუ არ ჩავთვლით მარნეულის მერიის ორ ქალ წამომადგენელს, რომლებიც სარეგისტრაციო ფორმას ავსებდნენ, რადიო "მარნულის" ჟურნალისტს და სახალსხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.

ადგილზე ჩასულებს მერიის წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ ქალები კრებაზე დასწრებით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა დაახლოებით 15 კრებას ესწრებოდა, მათ შორის ექვსი მასწავლებელი. ჩვენ კი იმიტომ ვერ დავინახეთ ისინი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის კრება ხუთი წუთით ადრე მაინც დაიწყეს და რადიო "მარნეულის" მისვლამდე წასულები დაგვხვდენენ.



„10 ან 15 ქალი მაინც იყო მოსული, არ გამოდიან, თქვენ ხომ კარგად იცით. უნდა ესწრებოდნენ, კარგია, მაგრამ არ მოდიან“ - გვითხრა მარნეულის მერიის თანამშრომელმა.

ალგეთში ყოფნის საათ ნახევარში კი სოფლის კრებას არცერთი ქალი არ შემომატებია. გარდა ამ ვითარებისა, კრებაზე დღეს აქტიურობით გამოირჩეოდა სოფელ ალგეთის სპეციალისტი, ხალხის შეგროებას თავისებური მეთოდებით ცდილობდა, გამვლელებს აჩერებდა და სთხოვდა თავიანთი ხელმოწერა დაეფიქსირებინათ.


გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსული მოსახლეობის სურვილები და თვითმმართველობის მხრინდან გაჟღერებული ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. შეიძლება ითქვას, რომ ადგილბრივები N1 პრობლემად წყალს ასახელებენ, თუმცა არ იციან, რომ მათი სოფლისთვის ამ პრობლემის მოგვარებას მერია უკვე გეგმავს და ტენდერიც კი გამოცხადებული აქვთ.

„ჩვენი წყლის საკითხი ჯერ არ მოგვარებულა. კანალიზაციის წყალს ვიყენებთ. თუ არ გჯერათ წამოდით, წა გაჩვენებთ.
„გზა და წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს მოაგვარონ“

„სოფელში არსად არაა გაჩერებები , ეს გააკეთონ. ასევე განათებაც გვინდა“

„განათება, სარწყავი წყალი გვინდა. ჩვენ გვსურს რომ სოფელი განათებული იყოს. დღეს განათებისთვის მივაწერე ხელი საბუთს“
- ამბობენ ალგეთის მცხივრებლები.

სოფელ ალგეთში დღეს, 28 იანვარს, 203 ხელმოწერა შეგროვეს. კრების ჩასატარებლად კი 200 ხელმოწერა იყო საჭირო. ალგეთის მოსახლეობაზე 20 000 ლარია გამოყოფილი, შეძლებელია მერიის თანადაფინანსებაც.

მოსახლეობასთან შეხვედრები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის პირები მარნეულის 69 საოფელში ჩავლენ და ადგილობრივების საჭიროებებს გამოიკვლევენ.

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, სოფლის კრებები გასული წლის მსგავსად, უცვლელ ფორმატში ტარდება.

მთელი მარნეულის მასშტაბით, ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელიც შესაბამისად 69 სოფელზე გადანაწილდება. თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 10000, 12000 ,16000 და 20000 ლარი შეიძლება ჰქონდეს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია