Xəbərlər
პლატფორმა „სალამი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა

პლატფორმა „სალამის“ დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი ელნურ ალიევის (ალისოი) თქმით, ორგანიზაციის შექმნის მიზეზი ბევრია და პლატფორმა 13 დეკემბრიდან ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია , 27 იანვარს, „სალამის“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნეს.

„ზოგიერთი პროექტი, საქმეები იყო და ამ მიზეზით რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად არ გვეცალა. ასე რომ გუშინ ამასთან დაკავშირებით გავავრცელეთ ინფორმაცია. პლატფორმას ბევრი მიზანი აქვს“

სალამის“ ძირითადი მიზანი თავიანთ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარია და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჩამოყალიბებული შეხედულებების შეცვლაა. ასევე ეთნიკური უმცირესობების კულტურული ინდენტობის, თავიანთი კულტურის და მემკვიდრეობის შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა „სალამი“ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კი ახალგაზრდებმა შეხვედრების ჩატარებით, ბევრი საქმე გააკეთეს.
პლატფორმა სალამის დამფუძნებლები არიან ელნურ ალიევი (ალისოი), ქამრან მამედოვი (მემედლი),ელმადდინ მამედოვი (მემედლი), რაბილ ისმაილოვი (აზად ისმაილ), ბენიამინ კასუმოვი (კასუმოღლუ).
პლატფორმის მმართველები კი სემა სადიგი და ფერიდ ასკეროვია (ასკერლი).


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია