სიახლე
ნორგიულელებმა სოფელში განსახორციელებელი პროექტი აირჩიეს
დღეს, 29 იანვარს, სოფელ ნორგიულში საერთო კრება ქალების გარეშე და 30-მდე ადამიანის დასწრებით ჩატარდა.

რადიო "მარნეულს" მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ უთხრა, რომ სოფელში კრების ჩატარებისათვის 62 ადამიანის დასწრება იყო სავალდებულო და დასწრების სიებში ამდენივე ადამიანი დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, რადიო "მარნეულის" ფოტომასალაში ჩანს, რომ სოფლის კრებას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა.
დეკანოიძემ გვითხრა, რომ რეგისტრაცია საკმარისმა ადამიანმა გაიარა და მან არ იცის, თუ რა დავითვალეთ.

„იქ ზოგი პედაგოგი გამოვიდა გარეთ შესაძლებელია, დარეგისტრირდა, მიიღო მონაწილეობა და შენ რა დაინახე არ ვიცი, რა დროს მოხვედი ეგეც ვერ შევამჩნიე“ - ეუბნება ნინო დეკანოიძე რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს, რომელიც სოფლის კრების დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდა.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, სოფელ ნორგიულიდან მერიაში სამი წინადადება იყო რეგისტრირებული.

"სასაფლაოს გზის მოპირკეთება, ნორგიულის ცენტრალური სტადიონის აღდგენა და ცენტრალური ქუჩის წყლის კალაპოტის მოწყობა, ეს ის საკითხებია, რომლებიც სოფლის მოსახლეობამ მერიაში დაარეგისტრირა" - გვითხრა ნინო დეკანოიძემ

ნორგიულის მოსახლეობამ საერთო კრებაზე მხარი ცენტრალურ ქუჩაზე წყლის კალაპოტის მოწესრიგებას დაუჭირა. აღნიშნული პროექტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 16 000 ლარი გამოიყოფა.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია