სიახლე
სამი ვაკანსია ფაქტობრივად ერთნაირი ფუნქციებით
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. საკრებულოს აპარატი ახლადშექმნილ მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებაში ორ სპეციალისტს და უფროსს ეძებს. მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების უფროს და სპეციალისტებს, ფაქტობრივად, ერთნაირი ფუნქციების შესრულება დაეკისრებათ, განსხვავება მხოლოდ ოთხ მოვალეობაშია. მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი ნონო ბერიძე განმარტავს, რომ სამი ადამიანის აყვანა საკრებულოში, რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

„თანამშრომლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია უკვე ჩვენთანაც (საკრებულოში) და ტექნიკურად ვერ ხერხდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს კომპიუტერების ტექნკური უზრუნველყოფა. მერიაშიც ძალიან ბევრია თანამშრომელი და იცით ვერ ხერხდება კომპიუტერების გამართული უზრუნველყოფა, ინტერნეტის გამართული მუშაობა და აქედან გამომდინარე გვაქვს გამოცხადებული ვაკანსიები“

ირკვევა, რომ საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების ორ სპეციალისტს სულ ოთხი ფუნქცია დაეკისრებათ, მათი სამსახურში აყვანის შემდეგ კი ეს ფუნქციებიც გაიყოფა. განყოფილების უფროსს კი საკრებულოს აპარატში მუშაობას, სპეციალისტებისგან განსხვავებით, დამატებით ოთხი ფუნქცია ექნება. 

1. აწარმოებს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაანგარიშებას;

2. უზრუნველყოფს საკრებულოს საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების წინადადებების მოზადებას, შემდგომში შესყიდვების გეგმაში ასახვის მიზნით;

3. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოზე განპიროვნებული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართულ მუშაობას;

4. უზრუნველყოფს საკრებულოს ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვას და ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვას;

მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ანაზღაურება 1800 ლარ იქნება, ხოლო სპეციალისტების 1000.  რაც შეეხება საერთ მოთხოვნებს თანმდებობაზე დასანიშნად, უმაღლესი განათლება და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადაა. საკრებულომ ვაკანსიები www.hr.gov.ge - ზე 28 იანვარს განათავსა. განცხადებები მიღების ბილო ვადა 6 თებაერვალია.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია