სიახლე
„ეს მათი უფლება არის“ - თამაზ ნავერიანი სენატორების წერილზე
„ის შეფასებებები, რომელიც გაკეთდა სხვადასხვა კონგრესმენების და პიროვნებების მხრიდან, ეს თავიანთი სურვილით გაკეთდა. ეს მათი უფლება არის და მე რატომ უნდა შევაფასო - ამ განცხადებებას მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი აკეთებს იმ წერილებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებიის კონგრესიდან და სენატიდან მიიღო. წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. პარლამენტის წევრი, თამაზ ნავერიანი ფიქრობს, რომ, აშშ-დან მიღებული კრიტიკული განცხადებები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ცუდ გავლენას არ მოახდენს.

„ცუდი გავლენა არ უნდა მოახდინოს, იმიტომ, რომ აქ სხვა რეალობა იყო, იძულებულები იყვნენ (მთავრობა) დაეცვათ პარლამენტი შეჭრის მცდელობისგან“. რაც შეეხება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, ნავერიანი ამბობს, რომ ამის დრო 2024 წელს ისედაც მოვა.

„საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას. როდესაც ჩენ, ღია ფორმატში ვხვდებოდით მოსახლეობას იქ სულ იყო წინააღმდეგობა, რომ მოსახლეობა ითხოვდა ყოველთვის მაჟორიტარულ სისტემას. მათ უნდოდათ თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდათ პალამენტში. პროპორციულ სისტემას, მოსახლობა მე ვისაც ვხვდებოდი მანეულში აღიქვამდა ისე, რომ ჩვენ წარმომადგენელი არ გვეყოლებაო პარლამენტში. მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო შერეული სისტემით არჩევნები და მერე 2024 წელს, პროპორციულზე თავისთავად გადავდივართ“ - ამბობს თამაზ ნავერიანი

საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია