მარნეულში მწვავე რესპირატიული დაავადებების მაჩვენებელმა იკლო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მწვავე რესპირატიული დაავადებების მაჩვენებელმა იკლო.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ გასულ კვირას გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსის 157 ამბულატორიული, 72 კი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა.

ორი კვირის წინ მწვავე რესპირაციული დაავადების ამბულატორიული მაჩვენებელი გასული კვირის მაჩვენებელს დაახლეობით ორჯერ აღემატება. 13-19 იანვრის პერიოდში გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსული დაავადებით მარნეულის ამბულატორიებს 291-მა ადამიანმა, ხოლო სტაციონარებს 71-მა მიმართა.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ ანტივირუსული პრეპატების პრობლემა არ აქვთ და ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებიან აცრილები არიან.

რადიო „მარნეული“


Print