სიახლე
უცნაური სოფელი მარნეულში
მარნეულის სოფლებიდან ხშირად ისმის ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოუწესრიგებელი გზა, უწყლობა, სკოლის ავარიული შენობა, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნის არარსებობა. ამასობაში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქალაქიდან 4 კილომეტრში მდებარეობს სოფელი წერეთელი, სადაც ყველა ეს საკითხი მოგვარებულია.

საინტერესოა როგორ ცხოვრობენ წერეთელში?! რა პრობლემები აწუხებთ სოფელში, სადაც ახალი სკოლაც არის, საბავშვო ბაღიც, მოწესრიგებული გზა, წყალი, ელექტრომამარაგება. აქვთ სარიტუალო დარბაზი, სკვერი და ორი ფეხბურთის მოედანი.

56 წლის სურიკ ჩიჩიანი წერეთელში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში ყველაფერი აქვთ, თუმცა, რაღაც საკითხების მოგვარება უნდათ.

“პრობლემები არც ისე ბევრი გვაქ, მაგრამ არის რაღაცები მოსაგვარებელი. მაგალითად, რამდენიმე გაჩერება რომ დაამატონ და ტრანსპორტი მარტო გაჩერებებზე გაჩერდეს. ასევე სტადიონთან მწოლიარე პოლიციელები გვინდა. ეს აუცილებელია, რადგან ბავშვები დარბიან და ახლოს სამედიცინო პუნქტიცაა, რომლითაც ხანდაზმულები სარგებლობენ. “

85 წლის გიორგი ვაჭრიძე ფიქრობს, რომ ყელაფერი რაც ბოლო 70 წლის მანძილზე წერეთელში გაკეთდა ხალხის დამსახურებაა.

“ეს ყველაფერი რაც გვაქ ჩვენი მოთხოვილია. ხალხი აქტიურადაა ჩართული სოფლის საკითხებში. გავაკეთეთ გვირაბი რომ სასაფლაომდე თავისუფლად მივიდეთ, ასევე სარიტუალო სახლი გვაქ რომელიც დღეს მუშაობს და ხალხი აქტიურად იყენებს. აკეთებენ, მაგრამ ყურადღება სჭირდება რომ არ გაფუჭდეს. პრობლემებიდან მგონი საძოვრების ნაკლებობა გვაქ. სხვა, შემიძლია ვთქვა, რომ სოფელის 80% გაკეთებულია, პატარა წვრილმანებია დარჩენილი და გაკეთდება.“

წერეთლის კიდევ ერთი მცხოვრები ფიქრობს, რომ მოსახლეობა სოფელს შესაბამისად არ უვლის. “ ნაგვის ურნა ყველგან არ არის, მაგრამ სადაც არის იქ მაინც გვერდით ყრიან” - ამბობს ის და ფიქრობს, რომ ადგილობრივებმა პასუხიმგებლობა უნდა გაიაზრონ, მიხედონ სოფელს და შეინარჩუნონ რაც აქვთ.

რადიო „მარნეული“
ედგარ მაზმანიანი




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია