სიახლე
მოლაოღლიში სოფლის კრება ჩაიშალა
დღეს, 3 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლიში სოფლის კრების ჩატარება იგეგმებოდა. კრების ლეგიტიმაციისათვის მას 200 მოსახლე უნდა დასწრებოდა, თუმცა შეხვედრის ჩატარების ადგილზე მხოლოდ 38 ადამიანი მივიდა

„სახლში ელექტროგაყვანილობის პრობლემა მაქვს, რამდენჯერ მივმართეთ არ აკეთებენ. ახლა აქ, ხელი მოგვაწერინეს საბუთზე ქუჩებში განათებას აკეთებენო“

„გარე განათების მოწყობაზე მოვაწერეთ ხელი და ალბათ მოაგვარებენ“

„სოფლის გზების მოასფალტება ასევე, სარწყავი წყალი გვინდა. იმდენი პრობლემ გვაქვს, ვერ ვთვლი. ყოველ ჯერზე ხელს ვაწერთ მაგრამ, არაფერიც არ იცვლება, არ აგვერებენ“
- ამბობს მოლაოღლის მოსახლეობა.

მოლაოღლიში სოფლის კრების ჩატარება მომდევნო კვირისათვის გადაიდო. იმ შემთხვევაში, თუ მოლაოღლიში კრება მეორედაც ჩაიშლება, სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება.

დღეს სოფლის კრება ჩატარდა მოლაოღლს მეზობელ სოფელში, ხულდარაში, სადაც გარე განათების მოწობა გადაწყდა.
სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

მთელი მარნეულის მასშტაბით, ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელიც შესაბამისად 69 სოფელზე გადანაწილდება. თითოეულ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 10000, 12000 ,16000 და 20000 ლარი შეიძლება ჰქონდეს. სოფლის კრებების ჩატარება მოსახლეობის გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია