სკოლის მოსწავლე ფერმერები მარადისიდან
მარნეულიდან 20 კილომეტრში, სოფელ მარადისში 9 ახალგაზრდა ფერმერი ცხოვრობს. სკოლის მოსწავლეებმა გასული წლის აგვისტოში სათბური გააკეთეს და უკვე, მეორე მოსავალს ელოდებიან.

ფერმერებმა, პირველ ჯერზე, სალათის ფურცლების მოყვანა გადაწყვიტეს.

“თავდაპირველად ეგრედ წოდებულ კასეტებში დავთესეთ. მერე ვრწყავდით და რომ გაიზარდა სათბურში გადავრგეთ. სათბურში ვუვლიდით, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ვრწყავდით, ვბარავდით, სარეველებისგან ვმარგლავდით “- გვიყვება 16 წლის მელი ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მოსავალი 4 თვეში მიიღეს და გაყიდვა გადაწყვიტეს.

“თანდათანობდით ვყიდდით. ადგილობრივი დისტრიბუტორები გვეხმარებოდნენ ანუ, თბილისში უფასოდ მიჰქონდათ.”

მარიამ პაქსაძის თქმით, მოსავლის გაყიდვით 300 ლარი დარჩათ. თანხის ნაწილით ისევ ნერგები იყიდეს. ვარაუდობენ, რომ მეორე მოსავალს თებერვალში აიღებენ.

“ახლა დავრგეთ ისევ ჩითილები და მეორე მოსავალს ველოდებით. სალათის ფურცლებთან ერთად დათესილი გვაქვს ერთ-ერთი კომბოსტოს სახეობა”


მარიამი გვიყვება, რომ სათბურის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობაც დაეხმარათ.

“თემის მოსახლეობა, მამაკაცები გვეხმარებოდნენ ორმოების ამოთხრაში, რკინის ინსტრუქციის ჩაბეტონებაში და ცელოფნის გადახურვაში “

სათბურის ასაშენებლად მოსწავლებმა პროექტი დაწერეს და გრანტი მოიპოვეს. მათი იდეა ევროპის ფონდმა 1500 ლარით დააფინანსა, სკოლიდან კი მოსწავლეებს 300 ლარი დაუმატეს.

რადიო „მარნეული“

ვლადიმირ მაზმანიანი



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print