მარნეულში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
დღეს, 5 თებერვალს, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს.



რადი
ო "მარნეული"
ფოტო: აზად ქარიმოვი
Print