სიახლე
სტიქიური ნაგავსაყრელი ქვემო სარალში - ცუდი სუნი, ანტისანიტარია და მიმოფანტული ნარჩენები
ქვემო სარალის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლების ერთადერთ გზას მის მდინარეში ან გზისპირას გადაყრაში ხედავს. სოფელში სანაგვე ურნები არაა.

ცუდი სუნი, ანტისანიტარია და ირგვლივ მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენები - ასეთ სურათს ქვემო სარალში ხშირად შეხვდებით. სტიქიური ნაგავსაყრელების ადგილას მიუსაფარი ძაღლების რაოდენობაც იზრდება. როგორც მოსახლეობა რადიოსთან საუბრისას ამბობს, უპატრონო ძაღლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილებისაც ეშინია. ასეთი მდგომარეობა ქვემო სარალელებს წლებია აწუხებთ, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობენ.

„ნაგვის კონტეინერების არ არსებობის გამი სოფლის მაცხოვრებლები იძულებულნი ხდებიან ნაგავი გზის პირას გადაყარონ. ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს“, - ამბობს სოფლის მაცხოვრებელი სეიფადინ ალიევი

სოფელ ქვემო სარალის კიდევ ერთი მკვიდრი ამირხან გარაჯაევი თვლის, რომ ნარჩენების სოფელში გადაყრა და დაგროვება ბავშვებსაც უშლის თამაშში ხელს.

„პატარა ბავშვბებს თამაში უნდათ, ყველგან ნაგავია. საღამოს გზაზე გადასვლა გინდა, მაგრამ ნაგვის გარშემო იმდენი ძაღლი იკრიბება რომ გეშინია“ - ამბობს ამირხან გარაჯაევი

შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მერიას 300 სანაგვე ურნის შესაძენად ტენდერი უკვე აქვს გამოცხადებული, 200 ურნას კი მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფისი გადმოსცემს. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ჯერ არ იცის თუ რომელ სოფლებში გადანაწილდება სანაგვე ურნები, შესაბამისად ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა ქვემო სარალელები სანაგვე ურნებს 2020 წელს.


რადიო
„მარნეული“

კიუბრა გარაჯაევა


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია