სიახლე
მარნეულის სამ ქუჩაზე სანიაღვრო სისტემის მოწყობაში მერია 231 100 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ქალაქში რუსთაველის, ფიროსმანის და ქობულეთის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობა მარნეულის სამ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობაში 231 100 ლარის გადახდას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია დაახლოებით 920 მეტრის სიგრძის სანიაღვრე სისტემას მოაწყობს. აქედან 370 მეტრი სანიაღვრე სისტემა რუსთაველის, 300 მეტრი ქობულეთის, ხოლო 250 მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე მოეწყობა.

მარნეულის მერიამ ტენდერი 30 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატედნერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია