"კიდევაც დაიზრდებიან"- ის ოფიციალური გახსნა თებერვალში იგეგმება
ალაქ მარნეულის შემოსასვლელში მდებარე მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ პარკის ოფიციალურად გახსნა თებერვალში იგეგმება.

სავარაუდო თარიღად 12 თებერვალი განიხილება. როგორც მერიაში გვითხრეს, გახსნის ცერემონია საზეიმოდ აღინიშნება და სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გაფორმდება. პარკი, რომელის მოწყობაც ადგილობრივ თვითმმართველობას მილონამდე ლარი დაუჯდა, სამუშაოები რამდენიმე თვეა რაც დასრულდა, თუმცა ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ გართულებული იყო.

მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 994 848 ლარად შეასრულა.

ძირითადად მოეწყო საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებით, გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით. ძეგლის უკანა მხარეს მოეწყო დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, ღია ამფითეატრი, საფეხმავლო და ველო ბილიკები.



მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ 1975 წელს შეიქმნა. მონუმენტის გაწმენდა და ამორტიზირებული ნაწილების რესტავრაცია ისე მოხდა, რომ ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეცვლილა. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

Print