სიახლე
"სხვებისგან განსხვავებით კარგად ვიცი რა არის გამარჯვება და მე ერთი დღის გამარჯვებული არ ვარ" - რუსლან ჰაჯიევი
ვებ-გვერდმა "Gündəlik - Gürcüstan"- მა რამდენიმე დღის წინ, გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის რუსლან ჰაჯიევისა და დეპუტატ აზერ სულეომანოვისათვის ჩატარდა. ხმის მიცემით ყველაზე კარად მომუშავე დეპუტატის გამოვლენა იყო შესაძლებელი. ხმათა უმრავლესობა, 55%, რუსლან ჰაჯიევმა, 45% კი აზერ სულეიმანოვმა დააგროვა. გუშინ ვებ-გებრდმა კიდევ ერთი პოსტი დადო, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ რუსლან ჰაჯიევს რუსული და სახელი გვარებით გახსნილი ყალბი ექაუნთებიდამ აძლევდნენ ხმას. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ჰაჯიევმა 1 საათის განმავლობაში , 300 ხმა მოაგროვა. ოპოზიციური პარტიების წევრები კი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს ექაუნთები რუსლან ჰაჯიევს ეკუთვნის და ის საკუთარ თავს აძლევდა ხმას.





„ყველა გვერდი თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კრიტიკა დადებითად უნდა მივიღოთ. დიახ, მე ვნახე პოსტი, რომელიც ხმისმიცემას უკავშირდებოდა და ადამიანები ხმას გვაძლევდნენ. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ეტყოდი ხმა არ მისხეთ-მეთქი. ეს ჩემთვის მნშვნელოვანი არ არის, მაგრამ გამარჯვება და წაგება რა არის კარგად ვიცი. მე ერთი დღის გამარჯვებული კი არა, დიდი ხანია გავიმარჯვე. რეალურ არჩევნებზე მიდის საუბარი ასეთ თამაშებზე კი არა. რა თქმა უნდა, აქ ადამიანების აზრი საინტერესოა და მე ვათვალიერებ ყველაფერს. როგორც გვერდი "Gündəlik - Gürcüstan"ობიექტურობის მჯეროდა. იმიტომ, რომ ყველა პრესა ობიექტური უნდა იყოს. გვერდის ადმინისტრაციამ გამოძიების გარეშე გამოაცხადა, რომ ყალბი რუსული სახელ გავრებით რუსლან ჰაჯიევს ხმას აძლევენო“ - ამბობს ჰაჯიევი.

ჰაჯიევის თქმით, ყალბ პროფილებზე ინფორმაცია არ აქვს.

„ეს როგორ ხდება მე არ ვიცი, ჰაკერი არა ვარ, კომპიუტერის სფეროში პროფესიონელი არა ვარ. ვინც ამას აკეთებს, იმ ადამიანებს სოციალურ ქსელში სძინავთ“





მომხადრ ფაქტს ჰაჯიევი პროპაგანდას უწოდებს და ამბობს, შორიდან რომ უყურებს ხედავს ადამიანები თუ როგორ აფასებენ. მისი თქმით, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და უთხრა, ყველა ყალბი სახელები წაშალონ.
„ეს ძალიან სასაცილო ნაბიჯია. ამას ჩვენ რომ ვაკეთებდეთ ლათინური ან ქართული ანბანით დავწერდით“

აღსანიშნავია,  რომ რუსლან ჰაჯიევმა გუშინ, 7 თებერვალს ფეისბუქ პოსტი დაწერა , სადაც გამოკითხვაში გამოვლენილ საეჭვო გარემოებებზე გვერდის ადმინისტრაცია დაადანაშულა.






FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია