მარნეული
მარნეულში პოლიცია ავარიაში მოჰყვა
დღეს, 8 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პოლიციის მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

როგორც შემთხვევის ადგილას გადაღებულ სურათებში ჩანს, პოლიციის მანქანა არხში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოტო: ოზალ სოფიევის ფეისბუქ გვერდიდან

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია