მარნეული
რაშან ზიადალიევი თავისუფალია
მარნეულელი სამოქალაქო აქტივი, რაშან ზიადალიევი, თავისუფალია. როგორც მან ამ წუთებში გვითხრა, საღამოს საათებში მარნეულში, სიუპერმარკეტ "სპარში" იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი პოლიციის მანქანამ გააჩერა.

როგორც რაშანი ამბობს, ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა ერთს პოლიციის ფორმა ეცვა, მეორეს კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რომლებსაც რაშანისთვის სურათის გადაღება უნდოდათ. დაუმორჩილებლობის გამო კი ის პოლიციაში გადაიყვანეს.

სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ მას პოლიციელები იცნობენ და ჰქონდათ ინფორმაცია , რომ ის სავაჭროცენტრში იმყოფებოდა.

რაშანს დაახლოებით ერთი საათი გაატარებინეს პოლიციის სამმართველოში. მისი სასამართლო პროცესი ორშაბათს, 10 თებერვალსა ჩანიშნული.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია