"აქტივიზმი დანაშაული არ არის"- რაშან ზიადალიევის მხარდასაჭერი აქცია მარნეულში
"ებრძოლე კრიმინალს და არა აქტიურ მოქალაქეს!" - ამ და სხვა ტრანსფარანტებით დღეს, მარნეეულში, 12:00 საათზე, რაშან ზიადალიევის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები თავდაპივრლად იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პოლიციის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც ერთხმად სკანდირებდნენ, რომ "აქტივიზმი არ არის დანაშაული".

ფოტოზე: ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე/ რაშან ზიადალიევის ადვოკატი ედუარს მარიკაშვილი


მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი 8 თებერვალს, საღამოს საათებში, პოლიციის
სამმართველოში დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს.



როგორც რაშანი ამბობს, ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა ერთს პოლიციის ფორმა ეცვა, მეორეს კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რომლებსაც მისთვის სურათის გადაღება უნდოდათ. თუმცა მან ამის უფლება მათ არ მისცა.


ფოტოზე სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა

აქტივისტი ფიქრობს, რომ მას პოლიციელები კარგად იცნობენ და ჰქონდათ ინფორმაცია , რომ ის სავაჭროცენტრში იმყოფებოდა.

რაშანს დაახლოებით ერთი საათი გაატარებინეს მარნეულის პოლიციის სამმართველოში.

მისი სასამართლო პროცესი ორშაბათს, 10 თებერვალს, ქალაქ რუსთავშია ჩანიშნული. რაშანის ინტერესებს კი "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი დაიცავს.




რაშან ზიადალიევი თავისუფალია

„ძალა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი ევროპაშია!“ - მარნეულელი აქტივისტის მიმართვა აქციის მონაწილეებს

მარნეულელი აქტივისტი ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „ქართული ოცნების“ ზეწოლად აფასებს

"მარნეულიდანაც ამ სისტემის დედაც!" - აქცია მარნეულის პოლიციასთან


Print