რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი ჩაიშალა
რუსთავის საქალაქო სასამართთლოს ფოიეში დღეს დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. რაშან ზიადალიევის მხარდამჭერები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც შეიტყვეს, რომ სასამართლო პროცესი დღეს, 10 თებერვალს, არ გაიმართებოდა.


„პოლიციამ დამირეკა და მთხრა, რომ სასამართლო პროცესი არ ჩატარდებოდა და მითხრა, რომ მათ რუსთავის საქალაქო სასამართლო არც უთქვამთ, რაც ტყუილია. ნახეთ რომ პროცესი ჩაიშალა, ეს საქციელი ზოგადად, რაც ორი დღის წინ გააკეთეს არის მცდელობა იმისა, რომ გაანეიტრალონ აქტიური ახალგაზრდები მარნეულში. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“- თქვა რაშან ზადალიევმა და აღნიშნა, რომ მისი დაკავება სამოქალაქო ატივობას უკავშირდება, რამდენიმე დღეა , რაც მან მარნეულის „გარდაცვლილ“ ბუჯეტს „ორმოცი“ გადაუხადა.



“იყო მუქარა ჩვენს მიმართ, რა იცით რა მოხდება, რა აღმოჩნდება თქვენს ჩანთაში და ასე შემდეგ. ჩვენი ღონისძიებიდან ("ორმოცის" აქცია) ოთხი დღის შემდეგ კი განხრციელდა ეს ქმედება მარნეულელი პოლიცილების მიერ“

რაშან ზიადალივის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იცავს, რომელიც  მიიჩნევს, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, იმისა თუ როგორ ცდილობენ კრიტიკული აზრის ჩახშობას. 

"პოლიციის არგამოცხადება სასამართლოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ აქვთ მათ კარგი მდგომარეობა იმ საქმეში, რასაც რაშანის მიმართ აწარმოებენ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველას გვჯერა ეს ქმედება მიმართულია რაშანის აქტივიზმისკენ და იმ აქტიური ქმედებებისკენ, რომელსაც რაშანი ახორციელებს მარნეულში და ზოგადად აფიქსირებს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ამიტომმ ეს კიდევ ერთი მცდელობაა ხელისუფლებამ ჩაახშოს კრიტიკული აზრი რეგიონებში და ზოგადად, საქართველოში“.



მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესის გამართვის თარიღი უცნობია, გამართვის ადგილი კი  ბოლნისის სასამართლო იქნება. სამოქალაქო აქტივისტს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი 8 თებერვალს, საღამოს საათებში, პოლიციის სამმართველოში დაუმორჩილებლობის გამო გადაიყვანეს.

როგორც რაშანი ამბობს, ავტომობილიდან ორი პირი გადმოვიდა ერთს პოლიციის ფორმა ეცვა, მეორეს კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რომლებსაც მისთვის სურათის გადაღება უნდოდათ. თუმცა მან ამის უფლება მათ არ მისცა.


Print